2023 წლის 28-29 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა ს/ს ინსტიტუტი გამართავს მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა XI სამეცნიერო კონფერენციას – თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
ლიტერატურათმცოდნეობა
თარგმანმცოდნეობა
ლიტერატურული ურთიერთობები
ინტერდისციპლინური კვლევები
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 30 ოქტომბრამდე თეზისები და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: translation@tsu.ge
დაიბეჭდება კონფერენციის პროგრამა; მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
საკონტაქტო პირები: ფილოლოგიის დოქტორი სოფიო ჩხატარაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი ივანე მჭედელაძე
თსუ, V კორპუსი, 316-ე ოთახი.